რელიგიური ფუნდამენტალიზმი
(ახალი გვერდი: '''რელიგიური ფუნდამენტალიზმი''' - (ლათ. Fundamentum - საფუძველი) - ტენდენ...) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''რელიგიური ფუნდამენტალიზმი''' - (ლათ. Fundamentum - საფუძველი) - ტენდენცია, რომელიც გამოხატავს კონსერვატიული რელიგიური წრეების რეაქციას [[სეკულარიზაცია|სეკულარიზაციის]] მიმართ. | '''რელიგიური ფუნდამენტალიზმი''' - (ლათ. Fundamentum - საფუძველი) - ტენდენცია, რომელიც გამოხატავს კონსერვატიული რელიგიური წრეების რეაქციას [[სეკულარიზაცია|სეკულარიზაციის]] მიმართ. | ||
− | ეს ტერმინი პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს ამერიკელ [[პროტესტანტობა|პროტესტანტთა]] შორის გამართული პოლემიკის დროს. 1910-13 წლებში [[ევანგელიზმი|ევანგელისტმა]] პროტესტანტებმა გამოაქვეყნეს პამფლეტების ციკლი სახელწოდებით საფუძვლები (The Fundamentals), რომელიც ბიბლიის სიტყვა-სიტყვით გაგებას ემხრობოდა და იცავდა მას თანამედროვე ინტერპრეტაციებისგან. | + | ეს ტერმინი პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს ამერიკელ [[პროტესტანტობა|პროტესტანტთა]] შორის გამართული პოლემიკის დროს. 1910-13 წლებში [[ევანგელიზმი|ევანგელისტმა]] პროტესტანტებმა გამოაქვეყნეს პამფლეტების ციკლი სახელწოდებით საფუძვლები (The Fundamentals), რომელიც [[ბიბლია|ბიბლიის]] სიტყვა-სიტყვით გაგებას ემხრობოდა და იცავდა მას თანამედროვე ინტერპრეტაციებისგან. |
− | დღეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იგულისხმება სწორხაზოვანი რელიგიური იდეოლოგია ან თანამედროვე რელიგიური ცნობიერების ერთი ტიპი, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელი, ე.წ. აბრაამული რელიგიებისათვის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), თუმცა ამ ცნობიერებას პარალელები ინდუიზმში, სიქჰიზმში, ბუდიზმსა და კონფუციანელობაშიც მოეძებნება. სხვადასხვა რელიგიურ კონტექსტში ფუნდამენტალიზმის გამოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ლაპარაკი გლობალურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზეც, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე. მისი წარმოშობა 1970-იან წლებში | + | დღეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იგულისხმება სწორხაზოვანი რელიგიური იდეოლოგია ან თანამედროვე რელიგიური ცნობიერების ერთი ტიპი, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელი, ე.წ. აბრაამული რელიგიებისათვის ([[იუდაიზმი]], [[ქრისტიანობა]], [[ისლამი]]), თუმცა ამ ცნობიერებას პარალელები ინდუიზმში, სიქჰიზმში, ბუდიზმსა და კონფუციანელობაშიც მოეძებნება. სხვადასხვა რელიგიურ კონტექსტში ფუნდამენტალიზმის გამოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ლაპარაკი გლობალურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზეც, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე. მისი წარმოშობა 1970-იან წლებში აშშ-ისა და ლათინური ამერიკის პროტესტანტულ ეკლესიებში ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას უკავშირდება, რაც ტიპოლოგიურად ისეთივე მოვლენა იყო, როგორიც კათოლიკური „ოპუს დეი“, აიათოლა ხომეინის „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, ებრაული „გუშ ემუნიმ“ და სხვ. |
− | რელიგიური ფუნდამენტალიზმი კულტურის დესაკრალიზაციის პროცესის წინააღმდეგია. იგი წმიდა წერილებში (თორაში, ბიბლიაში, ყურანში, აგრეთვე თალმუდში, წმიდა მამების ნაწერებში, პაპის ენციკლიკებში, შარიათის კანონებში) გადმოცემულ ღვთიურ გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას და გამორიცხავს ყოველგვარ ჰერმენევტიკულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეწინააღმდეგება აზრის მრავალფეროვნებას, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად მივყავართ რელატივიზმთან - რამდენიმე ჭეშმარიტების თანაარსებობის დაშვებასთან ერთი რელიგიური ტრადიციის ფარგლებშიც კი. | + | რელიგიური ფუნდამენტალიზმი კულტურის დესაკრალიზაციის პროცესის წინააღმდეგია. იგი წმიდა წერილებში ([[თორა|თორაში]], [[ბიბლია|ბიბლიაში]], ყურანში, აგრეთვე [[თალმუდი|თალმუდში]], წმიდა მამების ნაწერებში, პაპის ენციკლიკებში, შარიათის კანონებში) გადმოცემულ ღვთიურ გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას და გამორიცხავს ყოველგვარ ჰერმენევტიკულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეწინააღმდეგება აზრის მრავალფეროვნებას, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად მივყავართ რელატივიზმთან - რამდენიმე ჭეშმარიტების თანაარსებობის დაშვებასთან ერთი რელიგიური ტრადიციის ფარგლებშიც კი. |
ასეთი რელიგიური მიმართების შედეგი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე ტენდენციების გამომხატველი პოლიტიკური პოზიციაა. | ასეთი რელიგიური მიმართების შედეგი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე ტენდენციების გამომხატველი პოლიტიკური პოზიციაა. | ||
− | რელიგიური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ისტორიის საზრისი ღმერთისა და ეშმაკის, სიკეთისა და ბოროტების ძალთა დაპირისპირებაში ძევს. ამგვარი ისტორიოსოფია გულისხმობს ისტორიული ევოლუციის იდეისა და განვითარების უარყოფას და ბადებს აპოკალიფსის მოლოდინის გაძლიერებულ განცდას. ფუნდამენტალიზმის მომხრეები ისტორიის განვითარების ბოლო ასწლეულს ბოროტი ძალების გამარჯვებად და „სამყაროს დასასრულად“ განიხილავენ, რაც გამოიხატება ურწმუნოებასა და საზოგადოების მორალურ დეგრადაციაში (დასავლურ საზოგადოებებში), სეკულარული სიონისტური იდეოლოგიის გამარჯვებაში (იუდეველთა შორის), დასავლეთის | + | რელიგიური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ისტორიის საზრისი [[ღმერთი|ღმერთისა]] და [[ეშმაკი|ეშმაკის]], სიკეთისა და ბოროტების ძალთა დაპირისპირებაში ძევს. ამგვარი ისტორიოსოფია გულისხმობს ისტორიული ევოლუციის იდეისა და განვითარების უარყოფას და ბადებს [[აპოკალიფსი|აპოკალიფსის]] მოლოდინის გაძლიერებულ განცდას. ფუნდამენტალიზმის მომხრეები ისტორიის განვითარების ბოლო ასწლეულს ბოროტი ძალების გამარჯვებად და „სამყაროს დასასრულად“ განიხილავენ, რაც გამოიხატება ურწმუნოებასა და საზოგადოების მორალურ დეგრადაციაში (დასავლურ საზოგადოებებში), სეკულარული სიონისტური იდეოლოგიის გამარჯვებაში (იუდეველთა შორის), დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ექსპანსიაში (მაჰმადიანურ ქვეყნებში). ამის მიზეზს ისინი საზოგადოებაზე [[რელიგია|რელიგიის]] განმსაზღვრელი გავლენის შესუსტებასა და არარელიგიური ჰუმანიზმის გაძლიერებაში ხედავენ. ამგვარ სიტუაციაში რელიგიური ფუნდამენტალისტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევენ, რომელთა მიზანი ისტორიაში ღმერთის გამარჯვების უზრუნველყოფაა. |
რელიგიური ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი წარსულის ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის დომინირების ფორმათა აღდგენისაკენ მოწოდებისას, „ჩვეულებრივი“ კონსერვატიზმისაგან განსხვავებით, „სამყაროს ახალი წყობის“ შენების თანამედროვე პროექტად გვევლინება, რომელიც ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფასა და ტოტალიტარული რელიგიური იდეის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, ოღონდ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაკიღა რელიგიური ფუნდამენტალიზმი იმ აქსიომას ეყრდნობა, რომ ადამიანი ბუნებით ცოდვილია და ამის გამო არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ღვთაებრივი მოწოდება და ზეგარდმოვლენილი კანონები, იგი გვთავაზობს მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ წესრიგი, რომელიც ღმერთის სახელით მოლაპარაკე თეოკრატიულ მმართველობას ეფუძნება და ართმევს საზოგადოებას ბოლო ასწლეულების განმავლობაში მოპოვებულ უფლებას ინდივიდუალურ და სოციალურ ავტონომიაზე. | რელიგიური ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი წარსულის ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის დომინირების ფორმათა აღდგენისაკენ მოწოდებისას, „ჩვეულებრივი“ კონსერვატიზმისაგან განსხვავებით, „სამყაროს ახალი წყობის“ შენების თანამედროვე პროექტად გვევლინება, რომელიც ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფასა და ტოტალიტარული რელიგიური იდეის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, ოღონდ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაკიღა რელიგიური ფუნდამენტალიზმი იმ აქსიომას ეყრდნობა, რომ ადამიანი ბუნებით ცოდვილია და ამის გამო არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ღვთაებრივი მოწოდება და ზეგარდმოვლენილი კანონები, იგი გვთავაზობს მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ წესრიგი, რომელიც ღმერთის სახელით მოლაპარაკე თეოკრატიულ მმართველობას ეფუძნება და ართმევს საზოგადოებას ბოლო ასწლეულების განმავლობაში მოპოვებულ უფლებას ინდივიდუალურ და სოციალურ ავტონომიაზე. | ||
+ | |||
+ | |||
+ | ==წყარო== | ||
+ | რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. | ||
+ | |||
+ | [[კატეგორია:რელიგია]] | ||
+ | [[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]] |
16:23, 5 სექტემბერი 2017-ის ვერსია
რელიგიური ფუნდამენტალიზმი - (ლათ. Fundamentum - საფუძველი) - ტენდენცია, რომელიც გამოხატავს კონსერვატიული რელიგიური წრეების რეაქციას სეკულარიზაციის მიმართ.
ეს ტერმინი პირველად XX საუკუნის დასაწყისში გამოიყენეს ამერიკელ პროტესტანტთა შორის გამართული პოლემიკის დროს. 1910-13 წლებში ევანგელისტმა პროტესტანტებმა გამოაქვეყნეს პამფლეტების ციკლი სახელწოდებით საფუძვლები (The Fundamentals), რომელიც ბიბლიის სიტყვა-სიტყვით გაგებას ემხრობოდა და იცავდა მას თანამედროვე ინტერპრეტაციებისგან.
დღეს რელიგიურ ფუნდამენტალიზმში იგულისხმება სწორხაზოვანი რელიგიური იდეოლოგია ან თანამედროვე რელიგიური ცნობიერების ერთი ტიპი, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელი, ე.წ. აბრაამული რელიგიებისათვის (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი), თუმცა ამ ცნობიერებას პარალელები ინდუიზმში, სიქჰიზმში, ბუდიზმსა და კონფუციანელობაშიც მოეძებნება. სხვადასხვა რელიგიურ კონტექსტში ფუნდამენტალიზმის გამოვლენას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ შესაძლებელია ლაპარაკი გლობალურ რელიგიურ ფუნდამენტალიზმზეც, როგორც განსაკუთრებულ ფენომენზე. მისი წარმოშობა 1970-იან წლებში აშშ-ისა და ლათინური ამერიკის პროტესტანტულ ეკლესიებში ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის გაძლიერებას უკავშირდება, რაც ტიპოლოგიურად ისეთივე მოვლენა იყო, როგორიც კათოლიკური „ოპუს დეი“, აიათოლა ხომეინის „ისლამური ფუნდამენტალიზმი“, ებრაული „გუშ ემუნიმ“ და სხვ.
რელიგიური ფუნდამენტალიზმი კულტურის დესაკრალიზაციის პროცესის წინააღმდეგია. იგი წმიდა წერილებში (თორაში, ბიბლიაში, ყურანში, აგრეთვე თალმუდში, წმიდა მამების ნაწერებში, პაპის ენციკლიკებში, შარიათის კანონებში) გადმოცემულ ღვთიურ გამოცხადებას აბსოლუტურ ავტორიტეტად მიიჩნევს და მოითხოვს წმიდა ტექსტების პირდაპირ, ზედმიწევნით, ერთმნიშვნელოვან გაგებას და გამორიცხავს ყოველგვარ ჰერმენევტიკულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ტექსტის მრავალმხრივი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი. რელიგიური ფუნდამენტალიზმი ეწინააღმდეგება აზრის მრავალფეროვნებას, რასაც, მისი აზრით, აუცილებლად მივყავართ რელატივიზმთან - რამდენიმე ჭეშმარიტების თანაარსებობის დაშვებასთან ერთი რელიგიური ტრადიციის ფარგლებშიც კი.
ასეთი რელიგიური მიმართების შედეგი, როგორც წესი, ულტრამემარჯვენე ტენდენციების გამომხატველი პოლიტიკური პოზიციაა.
რელიგიური ფუნდამენტალიზმის თვალსაზრისით, ისტორიის საზრისი ღმერთისა და ეშმაკის, სიკეთისა და ბოროტების ძალთა დაპირისპირებაში ძევს. ამგვარი ისტორიოსოფია გულისხმობს ისტორიული ევოლუციის იდეისა და განვითარების უარყოფას და ბადებს აპოკალიფსის მოლოდინის გაძლიერებულ განცდას. ფუნდამენტალიზმის მომხრეები ისტორიის განვითარების ბოლო ასწლეულს ბოროტი ძალების გამარჯვებად და „სამყაროს დასასრულად“ განიხილავენ, რაც გამოიხატება ურწმუნოებასა და საზოგადოების მორალურ დეგრადაციაში (დასავლურ საზოგადოებებში), სეკულარული სიონისტური იდეოლოგიის გამარჯვებაში (იუდეველთა შორის), დასავლეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ექსპანსიაში (მაჰმადიანურ ქვეყნებში). ამის მიზეზს ისინი საზოგადოებაზე რელიგიის განმსაზღვრელი გავლენის შესუსტებასა და არარელიგიური ჰუმანიზმის გაძლიერებაში ხედავენ. ამგვარ სიტუაციაში რელიგიური ფუნდამენტალისტები თავს რჩეულ ხალხად მიიჩნევენ, რომელთა მიზანი ისტორიაში ღმერთის გამარჯვების უზრუნველყოფაა.
რელიგიური ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულობა ის არის, რომ იგი წარსულის ტრადიციებისაკენ დაბრუნებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში რელიგიის დომინირების ფორმათა აღდგენისაკენ მოწოდებისას, „ჩვეულებრივი“ კონსერვატიზმისაგან განსხვავებით, „სამყაროს ახალი წყობის“ შენების თანამედროვე პროექტად გვევლინება, რომელიც ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფასა და ტოტალიტარული რელიგიური იდეის დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, ოღონდ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. რაკიღა რელიგიური ფუნდამენტალიზმი იმ აქსიომას ეყრდნობა, რომ ადამიანი ბუნებით ცოდვილია და ამის გამო არ შეუძლია ადეკვატურად აღიქვას ღვთაებრივი მოწოდება და ზეგარდმოვლენილი კანონები, იგი გვთავაზობს მთელ მსოფლიოში აღვადგინოთ წესრიგი, რომელიც ღმერთის სახელით მოლაპარაკე თეოკრატიულ მმართველობას ეფუძნება და ართმევს საზოგადოებას ბოლო ასწლეულების განმავლობაში მოპოვებულ უფლებას ინდივიდუალურ და სოციალურ ავტონომიაზე.
წყარო
რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008.