აეროფოტომოწყობილობა
(ახალი გვერდი: '''აეროფოტომოწყობილობა''' - აეროფოტოგადაღების საბორტო და სახმ...) |
16:35, 4 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
აეროფოტომოწყობილობა - აეროფოტოგადაღების საბორტო და სახმელეთო საშუალებები, განკუთვნილი სათანადო სურათების მისაღებად და ფოტოსაბუთების შესაქმნელად. საბორტო აეროფოტომოწყობილობა არის მოსახსნელი, (რომელშიც შედის აეროფოტოაპარატის საფრენი კომპლექტი) და სტაციონარული, რომელსაც მიეკუთვნება აეროფოტოდანადგარები და მოწყობილობები ფრენის დროს გადაღებების განსახორციელებლად. სახმელეთო აეროფოტომოწყობილობაში შედის ფოტომასალების დამუშავების და შესწავლის ტექნიკური საშუალებები, რომელთაც მიეკუთვნება ფოტოლაბორატორიული მოწყობილობა , ფოტოგრამეტრიული ხელსაწყოები, აეროფილმების და ფოტოანაბეჭდების გამშიფრავი მოწყობილობა, ფოტოდოკუმენტების დამზადება. sახმელეთო აეროფოტომოწყობილობის უმრავლესობა არის ავტომატები მასალების დამუშავების დიდი მწარმოებლობითი და მაღალი ხარისხით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017