Dianthus calocephalus Boiss
(ახალი გვერდი: Dianthus calocephalus Boiss '''Dianthus calocephalus Boiss.''' - (Dianthus cruentus Griseb.); ო...) |
15:55, 9 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
Dianthus calocephalus Boiss. - (Dianthus cruentus Griseb.); ოჯახი: მიხაკისებრნი (Caryophylaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რამდენიმე აღმავალი შიშველი ღეროთი, ლეგა, მარტივი, სიმაღლე – 30-60 სმ. ფოთლები ხაზურია, გრძლად წაწვეტებული, შიშველი, კიდეებზე ხაოიანი, სიგრძით – 10-20 მმ. ყვავილედი კუმსი თავაკისებურია, მრავალყვავილიანია. თანაყვავილები ფართო-კვერცხისებურია, შებუსული. გვირგვინის ფოთლის ფირფიტა აგურისფერ-წითელით წვერზე მსხვილამოკვეთილკბილებიანი. ყვ. ნაყ. VI-VIII. მშრალი მდელოებისა და ბუჩქნარების მცენარეა. გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია დედოფლისწყაროსა და სოფელ გულგულის მიდამოებში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.