წითელი ღვია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: წითელი ღვია '''წითელი ღვია''' - (Juniperus oxycedrus L.); ოჯახი: კ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Example.png|thumb|წითელი ღვია]]
+
[[ფაილი:WiTeli Rvia.jpg|thumb|წითელი ღვია]]
  
  

13:27, 11 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

წითელი ღვია


წითელი ღვია - (Juniperus oxycedrus L.); ოჯახი: კვიპაროსისებრნი (Cupressaceae). პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი, 4-10 მეტრი სიმაღლის, ხშირი ვარჯით. ქერქი ღია რუხი ფერისაა. წიწვები ხაზურ-ნემსისებურია, მჩხვლეტავი ნემსით დაბოლოებული. ზემოდან 2 თეთრი ზოლითა და მურა ფერის შუა ძარღვით. ქვემოდან ვიწრო, მახვილი ქედით ხასიათდება. მამრობითი გირჩები სფეროსებურია, ქერცლები მომრგვალოა და კიდედაკბილული. ნაყოფიც სფეროსებურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება მშრალ ფერდობებზე, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები