ასურეთის სამეფო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ასურეთი''' – ძველი მონათმფლობელური სახელმწიფო თანამედროვე ...) |
11:27, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ასურეთი – ძველი მონათმფლობელური სახელმწიფო თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე.
ასურეთის მეფეები აწარმოებდნენ ფართომასშტაბიან დაპყრობით ომებს. ასურეთმა ძლიერების მწვერვალს მიაღწია ძვ.წ. IX–VII საუკუნეების I ნახევარში, როდესაც მისი საზღვრები ირანიდან ხმელთაშუა ზღვამდე და ეგვიპტემდე იყო გადაჭიმული. ასურელი დამპყრობლების აგრესიული და უკიდურესად სასტიკი პოლიტიკა მეზობელი ხალხების წინააღმდეგობას იწვევდა.
VIII საუკუნის ბოლოდან ანტიასურული კოალიციები ჩამოყალიბდა. ხანგრძლივი ომების შედეგად ძვ.წ. 605 წელს ა. გაანადგურეს მიდიისა და ბაბილონის სამეფოებმა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017