ატილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ატილა''' ''(Attila) (406-453)'' – ჰუნების წინამძღოლი 434 წლიდან, რომელსაც ე...)

14:54, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ატილა (Attila) (406-453)ჰუნების წინამძღოლი 434 წლიდან, რომელსაც ემორჩილებოდა აგრეთვე არაერთი გერმანული, სლავური და სარმატული ტომი. ტომთა გაერთიანების ცენტრი მდებარეობდა პანონიაში (ახლანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე). 443, 447-448 წლებში ილაშქრა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ააოხრა ბალკანეთის პროვინციები და კონსტანტინოპოლამდე მივიდა. 451 წელს შეიჭრა გალიაში, მაგრამ დამარცხდა რომაელთა და გერმანელ ტომთა გაერთიანებულ ძალებთან ბრძოლაში. 452 წელს ხელახლა ილაშქრა დასავლეთ რომის იმპერიაში და დაარბია ჩრდილოეთ იტალია. ატილას სიკვდილის შემდეგ ჰუნთა გაერთიანება ერთბაშად დაიშალა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები