ქერაქენძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ქერაქენძი '''ქერაქენძი''' - (Nepeta grandiflora M. Beib.); ოჯახი: ტუ...)

17:14, 12 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ფაილი:Example.png
ქერაქენძი


ქერაქენძი - (Nepeta grandiflora M. Beib.); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). 125 სმ-მდე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტწილად დატოტვილი, შიშველია ან თხლად შებუსული. ფოთლები დიდი ზომისაა, მოგრძო-კვერცხისებური, ბლაგვკბილებიანი, მოკლეყუნწიანი. ჩხროები მრავალყვავილიანია, ყვავილედი საგველაა. ჯამი იისფერია, გვირგვინი – მუქი ლურჯი ან იისფერი. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ფერდობებზე და ბუჩქნარებში. ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ შენაქოს მიდამოებში, გომბორის უღელტეხილზე. გავრცელებულია რაჭაში, ქართლსა და მთიულეთში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები