ბერიაშვილი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბერიაშვილი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ბერიაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი ბერიაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ბერიაშვილი გიორგი“ გად...) |
11:36, 25 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
გიორგი მიხეილის ძე ბერიაშვილი - (1903-1979) - საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალმაიორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1961).
დაამთავრა ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1930). 1934-68 წლებში საზღვაო თვითმფრინავმშენებლობის საცდელ-საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი ინჟინერი და უფროსი.
მისი ხელმძღვანელობით შექმნილია ჰიდროთვითმფრინავები, რეაქტიული მფრინავი ნავები, ამფიბია-თვითმფრინავები, სახომალდე, საკატაპულტე თვითმფრინავები და სახმელეთო მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავები.
წყარო
- ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017