ბოტსვანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბოტსვანა''' - (რესპუბლიკა ბოტსვანა), სახელმწიფო სამხრეთ აფრი...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბოტსვანა“ გადაიტანა გვერდზე „რესპუბლიკა ბოტსვანა“)

14:10, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ბოტსვანა - (რესპუბლიკა ბოტსვანა), სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე. ფართობი 600,4 ათ. კმ2. მოსახლეობა 2,02 მლნ. კაცი (2012). ოფიციალური ენა - ტსვანა და ინგლისური. ბოტსვანა საპარლამენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი - ქ. გაბორონე. ადმინისტრაციულად იყოფა 9 რაიონად და 4 საქალაქო საბჭოდ. ბოტსვანა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ხელისუფლებას ფლობს პრეზიდენტი და ერთპალატიანი ეროვნული ასამბლეა. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1966 წლის 30 ოქტომბერს. შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 9 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,5 ათ. და სამხედრო-საჰაერო 0,5 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები