ბაგრატიონი პეტრე ივანეს ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ბაგრატიონი პეტრე“ გადაიტანა გვერდზე „პეტრე ბაგრატიონი“ გადამი...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:ბაგრატიონები]] | [[კატეგორია:ბაგრატიონები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მხედართმთავრები]] |
[[კატეგორია:ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები რუსეთის არმიაში]] |
13:24, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი – (დ. 1765 - გ. 1812) თავადი, რუსეთის არმიის გამოჩენილი მხედართმთავარი, ინფანტერიის გენერალი (1809). 1812 წლის სამამულო ომის გმირი. წარმოშობით ქართული სამეფო საგვარეულოდან. ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს, შვილიშვილის შვილი. მონაწილეობდა რუსეთის ომებში კავკასიელ მთიელებთან, საფრანგეთთან, შვედეთთან, ოსმალეთთან.
1787-91 წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788).
1793-94 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1798 წელს პოლკოვნიკის ჩინით გახდა უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაური (შემდგომში ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა).
1799 წელს უკვე გენერალ-მაიორი მონაწილეობდა ა. სუვორვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი.
1805-07 წლებში სფრანგეთთან ომში სოფელ შენგრაბენთან (1805 ოქტომბერი) ბაგრატიონმა 6 ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30 ათასიანი ორი კორპუსი და რუსეთის ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
1808-09 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას, 1809-10 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომში - მოლდავეთის არმიას.
1812 წელს, რუსეთში ნაპოლეონთან ომის დროს მეთაურობდა მე-2 რუსულ არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში ბაგრატიონი რუსეთის გაერთიანებული არმიის მარცხენა ფრთას სარდლობდა. მის პოზიციებზე იყო მიმართული ფრანგების მთავარი დარტყმა. მტრის იერიში მოიგერია, გამოიჩინა განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე, მაგრამ ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა, რის გამოც შემდეგ გარდაიცვალა სოფელ სიმში. დაკრძალეს იქვე, 1939 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017