საბიი ურლაბ ჯაშირიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საბიი ურლაბ ჯაშირიუ“ გადაიტანა გვერდზე „საბიჲ ურლაბ ჯაშირიუ“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „საბიჲ ურლაბ ჯაშირიუ“ გადაიტანა გვერდზე „საბიი ურლაბ ჯაშირიუ“ გ...)

16:42, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია

საბიჲ ურლაბ ჯაშირიუ (ბალყ.-ყარაჩ. Сабий урлаб джашырыу) – ახალშობილის გატაცების ინსცენირების ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება. ამ რიტუალს იმ შემთხვევაში ასრულებდნენ, თუ ოჯახს ზედიზედ რამდენიმე ბავშვი უკვდებოდა. ახალშობილს როგორც კი ჭიპს გაუნასკვავდნენ და დაბანდნენ, რბილი ქსოვილის ნაჭერში შეახვევდნენ და დედის ფეხებთან დააწვენდნენ. ოჯახში მოსული ერთ-ერთი ახლობელი ქალი, რომელსაც ჯანმრთელი შთამომავლობა ჰყავდა, ჩვილს აიყვანდა და „შეუმჩნევლად“ თავის სახლში მიყავდა. რამდენიმე დღის შემდეგ ხდებოდა „გამოსყიდვა“. რიტუალის მაგიური არსი ის იყო, რომ ავის მოქმედი ძალები ყალბ გზაზე დაეყენებინათ და ბავშვი მათი დევნისგან დაეხსნათ.

გარდა აღნიშნულისა, ბავშვთა ხშირი სიკვდილიანობის შემთხვევაში სხვა წესსაც მიმართავდნენ: ახალშობილს იმ ვარცლში აბანავებდნენ, რომლიდანაც ძაღლს კვებავდნენ. ამასთან, ჭურჭელს საგულდაგულოდ გარეცხავდნენ და მასში ვერცხის საგნებს ჩადებდნენ. მიიჩნევდნენ, რომ ამით ახალშობილს ნაკლებ პატივს მიაგებდნენ და ავსულებს მოატყუებდნენ.


ლიტერატურა

Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები