ყოზ თერექი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ყოზ თერექ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Къоз терек – „კაკლის ხე“)'' – ბალყარელ...) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული მითები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მითიური მცენარეები]] |
12:39, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია
ყოზ თერექ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къоз терек – „კაკლის ხე“) – ბალყარელთა და ყარაჩელთათვის მაგიური ძალის მქონე სათაყვანებელი ხე. კაკლით ამკობდნენ საწესო საქორწინო ქუდს, ჯვრისმაგვარ თოჯინას (къач гинжи). ცეკვა-თამაშის განმწესრიგებლის ჯოხიც კაკლის ხისგან მზადდებოდა. ქორწილში ცეკვის საუკეთესო შემსრულებელ ჭაბუკს კაკლის მძივით ასაჩუქრებდნენ, ხოლო ქალიშვილს – კაკლის თოჯინით. მონადირეები ამ ხის დანახვისთანავე მასთან ახლოს ან მის გარშემო სამონადირეო ცეკვების ფრაგმენტებს ასრულებდნენ.
ლიტერატურა
Кудаев М. Язык охотника // Минги Тау. Нальчик, 2010, № 7.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017