დემონსტრაციული მოქმედებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დემონსტრაციული მოქმედებები''' - ჯარების (ძალების) საომარი დ...) |
16:42, 4 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დემონსტრაციული მოქმედებები - ჯარების (ძალების) საომარი და სხვაგვარი მოქმედებები, რომლთა მიზანია, შეიყვანოს მოწინააღმდეგე შეცდომაში. მომავალი საბრძოლო მოქმედებების ხასიათის, მთავარი დარტყმის მიმართულების (ძირითადი ძალისხმევის თავმოყრის) შესახებ და გადაასროლინოს ძალები სულ სხვა მიმართულებით. ითვალისწინებენ ოპერაციის (საბრძოლო მოქმედებების) ჩანაფიქრში. დემონსტრაციული მოქმედებები სტრატეგიული (ოპერატიული) შენიღბვის ერთ-ერთი ხერხია. ხორციელდება კომპლექსურად დაფარვის, იმიტაციის და დეზინფორმაციის ღონისძიებებთან ერთად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017