დეზინფორმაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეზინფორმაცია - (dez ცრუ და ლათინური informatio - ახსნა, გადაცემა), ოპერატიული (სტრატეგიული) შენიღბვის ხერხი, რომელიც გულისხმობს საკუთარი ძალების (ჯარების), მათი დაჯგუფების, შემადგენლობის, შეიარაღების, ბრძოლისუნარიანობის, საბრძოლო მოქმედებების გეგმების და ა.შ. შესახებ ცრუ მონაცემების მიზანმიმართულ გავრცელებას მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

დეზინფორმაციისთვის გამოიყენება კავშირგაბმულობა, ბეჭდვითი ორგანოები, რადიო-ტელემაუწყებლობა და სხვა. დეზინფორმაცია ხორციელდება დემონსტრაციულ ქმედებებთან, იმიტაციასა და დაფარვით ღონისძიებებთან კომპლექსში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები