დერივაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დერივაცია''' ''(ლათინური derivatio – გადახრა)'', [[ბალისტიკა|ბალისტიკუ...) |
16:50, 4 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დერივაცია (ლათინური derivatio – გადახრა), ბალისტიკური ტრაექტორიით მოძრაობის დროს ტყორცნის სიბრტყიდან გიროსკოპული სიჩქარით მბრუნავი ჭურვის სისტემატური გვერდითი გადახრა.
დერივაციის სიდიდე ძირითადად დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიის დახრილობასა და ჭურვის ბრუნვის სიჩქარეზე (იზრდება მისი მომატების დროს), ხოლო მიმართულება – ჭურვის საკუთარი ბრუნვის მიმართულებაზე. დერივაციას ითვალისწინებენ სროლისთვის მონაცემების გათვლის დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017