სავოიელი ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სავოიელი ევგენი“ გადაიტანა გვერდზე „ევგენი სავოიელი“)

12:28, 8 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ევგენი სავოიელი - (Eugen von Savoyen (1663-1736), ავსტრიელი მხედართმთავარი, გენერალისიმუსი (1697). მისი მეთაურობით ავსტრიის ჯარებმა იტალიაში დაამარცხეს ფრანგები, უნგრეთში – ოსმალები (1697). ესპანური მემკვიდრეობისათვის ომში

ევგენი სავოიელმა 1704, 1706, 1709 წლებში გამარჯვებები მოიპოვა ფრანგებსა და ბავარელებზე, მაგრამ 1712 წელს დამარცხდა ფრანგებთან ბრძოლაში დენენთან. ავსტრია-თურქეთის ომის დროს დაამარცხა ოსმალები და აიღო ბელგრადი (1717). 1703 წლიდან სამხედრო, ხოლო შემდეგ საიდუმლო საბჭოს თავმჯდომარე იყო ავსტრიის იმპერატორის კარზე, დიდ გავლენას ახდენდა ავსტრიის საგარეო პოლიტიკაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები