საბრძოლო განგაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საბრძოლო განგაში''' – ნაწილის (ხომალდის) დაუყოვნებლივ მზადყ...) |
16:21, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
საბრძოლო განგაში – ნაწილის (ხომალდის) დაუყოვნებლივ მზადყოფნაში მოყვანა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. მონაწილეობას იღებს მთელი პირადი შემადგენლობა მათზე განკუთვნილი იარაღით, საბრძოლო ტექნიკით და მატერიალური საშუალებებით. სამხედრო-საზღვაო ძალებში საომარ პერიოდში, აღნიშნულის გარდა, საბრძოლო განგაში ცხადდება ბაზაში შესვლის (გამოსვლის), ვიწრო გასასვლელებში, რთულ პირობებში ცურვის დროს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017