ზარდახანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზარდახანა''' - (''სპარსული - zarradxane''), არსენალი, სამხედრო საჭურვლ...)
 
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
[[კატეგორია:სამხედრო სამსახურები]]
 
[[კატეგორია:სამხედრო სამსახურები]]
[[კატეგორია:არსენალი]]
 

16:48, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ზარდახანა - (სპარსული - zarradxane), არსენალი, სამხედრო საჭურვლის საწყობი, სადაც ინახავდნენ სამხედრო აღჭურვილობას, ცხენის აღკაზმულობას და სხვა.

ზარდახანა სამხედრო უწყების დაწესებულება იყო და უშუალოდ ამილახორს ემორჩილებოდა. მას განაგებდა ზარდახანის უხუცესი. ზარდახანის მოხელეები იყვნენ მოლარე და მწიგნობარი, აგრეთვე მისრატულთუხუცესი და მისრატულები (უზანგის დამჭერები), რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ ცხენით მგზავრობის დროს.

ზარდახანას წელიწადში ერთხელ ამოწმებდნენ ამილახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზ-ის უხუცესი და მწიგნობარი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მოხელე).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები