იალქანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''იალქანი''' - მამოძრავებელი, რომლის დანიშნულებაა ქარის ენერგ...) |
16:53, 5 იანვარი 2018-ის ვერსია
იალქანი - მამოძრავებელი, რომლის დანიშნულებაა ქარის ენერგიის გარდაქმნა ხომალდის წევის სასარგებლო მუშაობად. წარმოადგენს ნავის, ხომალდის ანძაზე დამაგრებულ ტილოს ან სინთეტიკურ ქსოვილს. იალქანებს განეკუთვნება აეროდინამიკური ეკვივალენტები ან ხისტი გარსები.
არსებობს: ფორმის მიხედვით – სწორი და ირიბი; განლაგების ადგილის მიხედვით – ზედა, ქვედა, მფრინავი, უკან ან წინ მდებარე; დანიშნულების მიხედვით – ჩვეულებრივი და გრიგალის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017