ანძა (ხომალდის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანძა (ხომალდის) (ჰოლანდიური – mast) - ვერტიკალური, ზოგჯერ ოდნავ გადახრილი ლითონის ან ხის კონსტრუქცია, დგას გემის გემბანზე და განთავსებულია, როგორც წესი, მის დიამეტრულ სიბრტყეში.
რადიოელექტრონული და ოპტიკური საშუალებების თვალთვალის, ხომალდტარების, კავშირის, ალმების აღმართვის და სხვა სიგნალების განთავსების ადგილი.
სატრანსპორტო გემებზე მაგრდება სატვირთო ისრები. აფრიან გემებზე ანძები რანჰოუტის საფუძველს წარმოადგენენ და აფრების დასაყენებლად გამოიყენება.
|