რანჰოუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან

თანამედროვე 4-ანძიანი ბარკის რანჰოუტი: 1, 4–ბუშპრიტი; 2–ბომუტლეგარი; 3–უტლეგარი; 5–მარტინჰიკი; 6–ფოკანძა; 7–ფოკსტენგი; 8–ფორბრამსტენგი; 9–ფორბომ-ბრამსტენგი; 10–ფლაგშტოკი; 11–კლოტი; 12–პირვლი გროტანძა; 13–მისი სტენგი; 14–ბრამსტენგი; 15–ბომბრამსტენგი; 16–მე-2 გროტანძა; 17–მისი სტენგი; 18–ბრამსტენგი; 19–ბომბრამსტენგი; 20–ბიზანანძა; 21–კრუის-სტენგი; 22–კრუისბრამსტენგი; 23–კიჩოსეული ფლაგშტოკი; 24–ფოკარეი; 25–ქვემო ფორ-მარსარეი; 26–იგივე, ზემო; 27–ქვემო ფორ-ბრამრეი; 28–იგივე, ზემო; 29–ფორბომბრამ-რეი; 1 - ლიგროტი : 30–რეი; 31–ქვემო მარსარეი; 32–იგივე, ზემო; 33–ქვემო ბრამრეი; 34–იგივე, ზემო; 35–ბომბრამრეი; მე-2 გოტი: 36–რეი; 37–ქვემო მარსარეი; 38–იგივე, ზემო; 39–ქვემო ბრამრეი; 40–იგივე, ზემო; 41–ბომბრამრეი; 42–ბიზანჰიკი; 43–ქვემო ბიზანგაფელი; 44–იგივე, ზემო; 45–ფორმარსი; 46–ფორსალინგი; 47–1-ლი გროტის მარსი; 48–მისი სალინგი; 49–მე-2 გროტის მარსი: 50–მისი სალინგი; 51–სალინგების შვერილები; 52–ეზელჰოფტი; 53–კრუის მარსი
რანჰოუტი - (ჰოლ. Rondhout – მრგვალი ხე) გემბანზედა კონსტრუქციებისა და გემის მოწყობილობის დეტალების ერთობლიობა, მექანიკურძრავიან გემზე გემის შუქების, კავშირგაბმულობის, მეთვალყურეობისა და სიგნალიზაციის საშუალებების განსათავსებლად, სატვირთო მოწყობილობების (სასიგნალო და სატვირთო ანძები, სატვირთო ისრები და ა.შ.) დასამაგრებლად და შესაკავებლად, ხოლო აფროსნებზე – იალქნების დასაყენებლად, დასამაგრებლად და სატარებლად (ანძები, სტენგები, რეიები, გიკები, გაფელები, ბუშპრიტები და ა. შ.). მზადდება ხისგან, ფოლადისგან, ალუმინის შენადნობებისგან ან თანამედროვე პლასტიკური მასალებისგან.