დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
  
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:საჯარისო ქვედანაყოფები]]
+
[[კატეგორია:საბრძოლო ქვედანაყოფები]]

13:08, 18 იანვარი 2018-ის ვერსია

დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები - სპეციალურად მომზადებული ქვედაყოფი (რაზმი, ჯგუფი), რომელიც განკუთვნილია მოწინააღმდეგის ზურგში სადაზვერვო, დივერსიული და ძირგამომთხრელი საქმიანობის საწარმოებლად.

პირად შემადგენლობას აქვს ზოგადი და სპეციალური მომზადების მაღალი დონე, დაუფლებულია სხვადასხვა სახეობის იარაღის, შხამების, ნარკოტიკული საშუალებების და სხვა გამოყენებას.

მათი გადასროლა (შეგზავნა) მოწინააღმდეგის ზურგში ხორციელდება ფრონტის ხაზის ფარული გადაკვეთით; ჰაერით - ავიაციის (სპეციალური საფრენი აპარატების, პლანერების და დელტაპლანების) მეშვეობით; ზღვით - წყალქვეშა ნავების, წყალქვეშ მოძრაობის სხვადასხვა მცირე საშუალებების, კატარღების გამოყენებით და სხვა.

დივერსიულ-სადაზვერვო ფორმირებები გამოიყენებოდა II მსოფლიო ომში, ყველა შემდგომ ლოკალურ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები