აეროდრომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აეროდრომი''' -  (''აერო - aero და ბერძნული dromos – სარბიელი''), მიწის ან წყლის (ყინულის) მონაკვეთი, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი საჰაერო ხომალდების აფრენის, დაშვების, მართვის, დგომისა და მომსახურებისათვის.  
+
'''აეროდრომი''' -  (''აერო - aero და ბერძნული dromos – სარბიელი''), მიწის ან წყლის (ყინულის) მონაკვეთი, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი საჰაერო ხომალდების [[აფრენა|აფრენის]], დაშვების, მართვის, დგომისა და მომსახურებისათვის.  
  
კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ სამხედრო, სამოქალაქო (აეროპორტებად წოდებულს) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომებს.  
+
კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ სამხედრო, სამოქალაქო (აეროპორტებად წოდებულს) და ერთობლივი [[ბაზირება|ბაზირების]] აეროდრომებს.  
  
====სამხედრო აეროდრომები====
 
====სამხედრო აეროდრომები====
 
სამხედრო აეროდრომები განსხვავდებიან საბრძოლო დანიშნულების, გამოყენების სპეციფიკის, განლაგების გეოგრაფიული პირობების თავისებურებების, აღჭურვილობის ხარისხის მიხედვით და ტექნიკური მახასიათებლებით.
 
სამხედრო აეროდრომები განსხვავდებიან საბრძოლო დანიშნულების, გამოყენების სპეციფიკის, განლაგების გეოგრაფიული პირობების თავისებურებების, აღჭურვილობის ხარისხის მიხედვით და ტექნიკური მახასიათებლებით.
  
საბრძოლო დანიშნულების მიხედვით აეროდრომები არის  
+
საბრძოლო დანიშნულების მიხედვით აეროდრომები არის ძირითადი – საავიაციო ნაწილების მუდმივი [[დისლოკაცია|დისლოკაციისათვის]];  ოპერატიული – საავიაციო დაჯგუფების შექმნისა და საავიაციო ნაწილების მიერ [[საბრძოლო მოქმედებები]]ს წარმოებისათვის;  დაშორიშორების – საავიაციო ქვედანაყოფების დროებითი ბაზირებისათვის;  [[ზურგი|ზურგის]] – საავიაციო ნაწილების ფორმირების (ხელახალი ფორმირების), საფრენოსნო ეკიპაჟების დამატებითი მომზადების, [[საავიაციო ტექნიკა|საავიაციო ტექნიკის]] რემონტისა და ომიანობის დროს სხვა სპეციალური [[ამოცანა (სამხედრო)|ამოცანების]] შესრულებისათვის.  
* ძირითადი – საავიაციო ნაწილების მუდმივი დისლოკაციისათვის;   
+
* ოპერატიული – საავიაციო დაჯგუფების შექმნისა და საავიაციო ნაწილების მიერ [[საბრძოლო მოქმედებები]]ს წარმოებისათვის;   
+
* დაშორიშორების – საავიაციო ქვედანაყოფების დროებითი ბაზირებისათვის;   
+
* ზურგის – საავიაციო ნაწილების ფორმირების (ხელახალი ფორმირების), საფრენოსნო ეკიპაჟების დამატებითი მომზადების, საავიაციო ტექნიკის რემონტისა და ომიანობის დროს სხვა სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის.  
+
  
'''ზურგის აეროდრომი''' განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში; მის დაქვემდებარებაშია ჯარების სამხედრო ტექნიკის და სამხედრო-სატრანსპორტო [[ავიაცია|ავიაციის]] მიერ სხვა მატერიალური საშუალებების დატვირთვა-გადმოტვირთვის აეროდრომები. აქედან ნებისმიერი შეიძლება გარკვეული პერიოდით დაინიშნოს სათადარიგო, მანევრის, ურთიერთმოქმედების, ჩასაფრების, მეწინავე, კმაგამართვის, აგრეთვე სხვა სპეციალური ამოცანების შესრულების აეროდრომად.  
+
'''ზურგის აეროდრომი''' განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში; მის დაქვემდებარებაშია [[ჯარები|ჯარების]] სამხედრო ტექნიკის და სამხედრო-სატრანსპორტო [[ავიაცია|ავიაციის]] მიერ სხვა მატერიალური საშუალებების დატვირთვა-გადმოტვირთვის აეროდრომები. აქედან ნებისმიერი შეიძლება გარკვეული პერიოდით დაინიშნოს სათადარიგო, მანევრის, ურთიერთმოქმედების, ჩასაფრების, მეწინავე, კმაგამართვის, აგრეთვე სხვა სპეციალური ამოცანების შესრულების აეროდრომად.  
  
'''სათადარიგო აეროდრომს''' იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ძირითადის გამოყენება;  
 
'''სათადარიგო აეროდრომს''' იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ძირითადის გამოყენება;  
ხაზი 20: ხაზი 16:
 
'''ურთიერთმოქმედების აეროდრომი''' – საერთო ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა საავიაციო ნაწილებისათვის;  
 
'''ურთიერთმოქმედების აეროდრომი''' – საერთო ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა საავიაციო ნაწილებისათვის;  
  
'''შუალედური აეროდრომი''' – შუალედური დაფრენისათვის, თუ თვითმფრინავის ან ვერტმფრენის მოქმედების რადიუსი არ იძლევა საიმისო შესაძლებლობას, რომ ამოცანა შესრულდეს ძირითადი ააეროდრომიდან;
+
'''შუალედური აეროდრომი''' – შუალედური დაფრენისათვის, თუ თვითმფრინავის ან ვერტმფრენის მოქმედების რადიუსი არ იძლევა საიმისო შესაძლებლობას, რომ ამოცანა შესრულდეს ძირითადი აეროდრომიდან;
  
'''ჩასაფრების აეროდრომი''' – გამანადგურებელი და საარმიო ავიაციისათვის მოქმედების მოულოდნელობის მისაღწევად. ჩვეულებრივ, განლაგდება მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული ძალების [[საბრძოლო შეხება|საბრძოლო შეხების]] ხაზის ან მისი თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენის შესაძლო
+
'''ჩასაფრების აეროდრომი''' – გამანადგურებელი და [[საარმიო ავიაცია|საარმიო ავიაციისათვის]] მოქმედების მოულოდნელობის მისაღწევად. ჩვეულებრივ, განლაგდება მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული ძალების [[საბრძოლო შეხება|საბრძოლო შეხების]] ხაზის ან მისი [[თვითმფრინავი|თვითმფრინავების]] ([[ვერტმფრენი|ვერტმფრენების]]) ფრენის შესაძლო მარშრუტების სიახლოვეს.  
მარშრუტების სიახლოვეს.  
+
  
'''მეწინავე აეროდრომი''' – მოწინააღმდეგის ობიექტებზე ზემოქმედების სიღრმის ზრდისთვის;  
 
'''მეწინავე აეროდრომი''' – მოწინააღმდეგის ობიექტებზე ზემოქმედების სიღრმის ზრდისთვის;  
ხაზი 29: ხაზი 24:
 
'''კმაგამართვის აეროდრომები''' – თვითმფრინავების, ვერტმფრენების გამართვისა და ეკიპაჟების დასვენებისათვის.
 
'''კმაგამართვის აეროდრომები''' – თვითმფრინავების, ვერტმფრენების გამართვისა და ეკიპაჟების დასვენებისათვის.
  
====აეროდრომების გამოყენების სპეციფიკი====
+
====აეროდრომების გამოყენების სპეციფიკია====
 
გამოყენების სპეციფიკის მიხედვით განასხვავებენ
 
გამოყენების სპეციფიკის მიხედვით განასხვავებენ
  
ხაზი 38: ხაზი 33:
  
====აეროდრომები ბუნებრივი პირობების მიხედვით====
 
====აეროდრომები ბუნებრივი პირობების მიხედვით====
გეოგრაფიული (ბუნებრივი) პირობების მიხედვით ასევე განასხვავებენ პოლარულ, უდაბნოს ან ტუნდრის აეროდრომებს – ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით არის ორიენტირები და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომუნიკაციები; მთის აეროდრომებს – ტერიტორიებზე, რომლებიც 25 კმ. რადიუსში ზღვის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ ან განლაგებულია 1000 მ. და მეტ სიმაღლეზე; წყლის აეროდრომებს (ჰიდროაეროდრომები) - ჰიდროთვითმფრინავების აფრენისა და დაშვებისათვის  განლაგებისათვის); ყინულის აეროდრომებს - გაყინულ წყალსატევებზე, კონტინენტურ ყინულზე,
+
გეოგრაფიული (ბუნებრივი) პირობების მიხედვით ასევე განასხვავებენ  
მოდრეიფე ყინულსა და ნაპირის ყინულზე დასაშვებად. ყინულის სისქე 25 სმ-დან (მყარი, ბზარის გარეშე) 200 სმ-მდეა.
+
* პოლარულ, უდაბნოს ან ტუნდრის აეროდრომებს – ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით არის ორიენტირები და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომუნიკაციები;  
 +
* მთის აეროდრომებს – ტერიტორიებზე, რომლებიც 25 კმ. რადიუსში ზღვის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ ან განლაგებულია 1000 მ. და მეტ სიმაღლეზე;  
 +
* წყლის აეროდრომებს (ჰიდროაეროდრომები) - [[ჰიდროთვითმფრინავი|ჰიდროთვითმფრინავების]] აფრენისა და დაშვებისათვის  განლაგებისათვის);  
 +
* ყინულის აეროდრომებს - გაყინულ წყალსატევებზე, კონტინენტურ ყინულზე, მოდრეიფე ყინულსა და ნაპირის ყინულზე დასაშვებად. ყინულის სისქე 25 სმ-დან (მყარი, ბზარის გარეშე) 200 სმ-მდეა.
  
====აეროდრომები აღჭურვილობის დონის მიხედვით====
 
====აეროდრომები აღჭურვილობის დონის მიხედვით====
ხაზი 51: ხაზი 49:
 
ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით სამხედრო აეროდრომები ძირითადი ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძის, სიგანისა და აეროდრომის საფრების სიმტკიცის მიხედვით იყოფა კლასგარეშე, I, II, III, IV კლასების და დასაშვებ მოედნებად. თითოეული კლასის აეროდრომი უზრუნველყოფს გარკვეული ტიპის თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენას და ავიაციის სხვადასხვა გვარეობათა საავიაციო  ნაწილების ბაზირებას:  
 
* კლასგარეშე და I კლასის აეროდრომები განკუთვნილია უმთავრესად შორეული ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციისათვის;  
 
* კლასგარეშე და I კლასის აეროდრომები განკუთვნილია უმთავრესად შორეული ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციისათვის;  
* II კლასის – დაჯგუფების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის ასევე საჰაერო თავდაცვის ავიაციისათვის;  III და IV კლასების აეროდრომები და დასაჯდომი მოედნები – საარმიო ავიაციისთვის, აგრეთვე მოკლე გარბენისა და განარბენის ყველა ტიპის თვითმფრინავებისათვის.
+
* II კლასის – დაჯგუფების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის ასევე საჰაერო თავდაცვის ავიაციისათვის;   
 +
*III და IV კლასების აეროდრომები და დასაჯდომი მოედნები – საარმიო ავიაციისთვის, აგრეთვე მოკლე გარბენისა და განარბენის ყველა ტიპის თვითმფრინავებისათვის.
  
====აეროდრომის ამინდი====
 
====აეროდრომის ამინდი====
ხაზი 58: ხაზი 57:
 
წესდება აეროდრომის ამინდის სამი  კატეგორიის მინიმუმი:  
 
წესდება აეროდრომის ამინდის სამი  კატეგორიის მინიმუმი:  
  
* I კატეგორია – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არანაკლებ 60 მ-ისა, ხილვადობის სიშორე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არანაკლებ 800-ისა,
+
* I კატეგორია – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არანაკლებ 60 მ-ისა, ხილვადობის სიშორე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არანაკლებ 800-ისა;
 
* II კატეგორია – შესაბამისად სიმაღლე 30 მ, სიშორე 400 მ;  
 
* II კატეგორია – შესაბამისად სიმაღლე 30 მ, სიშორე 400 მ;  
 
* III კატეგორია – 30 მ-ზე ნაკლები და 400 მ-ზე ნაკლები.
 
* III კატეგორია – 30 მ-ზე ნაკლები და 400 მ-ზე ნაკლები.
ხაზი 65: ხაზი 64:
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი  2017
  
[[კატეგორია:ავიაცია]]
+
[[კატეგორია:საავიაციო ტერმინები]]
[[კატეგორია:სამხედრო ავიაცია]]
+

13:05, 31 იანვარი 2018-ის ვერსია

აეროდრომი - (აერო - aero და ბერძნული dromos – სარბიელი), მიწის ან წყლის (ყინულის) მონაკვეთი, რომელიც სპეციალურად არის მოწყობილი საჰაერო ხომალდების აფრენის, დაშვების, მართვის, დგომისა და მომსახურებისათვის.

კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ სამხედრო, სამოქალაქო (აეროპორტებად წოდებულს) და ერთობლივი ბაზირების აეროდრომებს.

სარჩევი

სამხედრო აეროდრომები

სამხედრო აეროდრომები განსხვავდებიან საბრძოლო დანიშნულების, გამოყენების სპეციფიკის, განლაგების გეოგრაფიული პირობების თავისებურებების, აღჭურვილობის ხარისხის მიხედვით და ტექნიკური მახასიათებლებით.

საბრძოლო დანიშნულების მიხედვით აეროდრომები არის ძირითადი – საავიაციო ნაწილების მუდმივი დისლოკაციისათვის; ოპერატიული – საავიაციო დაჯგუფების შექმნისა და საავიაციო ნაწილების მიერ საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის; დაშორიშორების – საავიაციო ქვედანაყოფების დროებითი ბაზირებისათვის; ზურგის – საავიაციო ნაწილების ფორმირების (ხელახალი ფორმირების), საფრენოსნო ეკიპაჟების დამატებითი მომზადების, საავიაციო ტექნიკის რემონტისა და ომიანობის დროს სხვა სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის.

ზურგის აეროდრომი განლაგებულია ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეში; მის დაქვემდებარებაშია ჯარების სამხედრო ტექნიკის და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის მიერ სხვა მატერიალური საშუალებების დატვირთვა-გადმოტვირთვის აეროდრომები. აქედან ნებისმიერი შეიძლება გარკვეული პერიოდით დაინიშნოს სათადარიგო, მანევრის, ურთიერთმოქმედების, ჩასაფრების, მეწინავე, კმაგამართვის, აგრეთვე სხვა სპეციალური ამოცანების შესრულების აეროდრომად.

სათადარიგო აეროდრომს იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ძირითადის გამოყენება;

მანევრის აეროდრომი გამოიყენება ხანმოკლე ბაზირებისათვის;

ურთიერთმოქმედების აეროდრომი – საერთო ამოცანის შესასრულებლად სხვადასხვა საავიაციო ნაწილებისათვის;

შუალედური აეროდრომი – შუალედური დაფრენისათვის, თუ თვითმფრინავის ან ვერტმფრენის მოქმედების რადიუსი არ იძლევა საიმისო შესაძლებლობას, რომ ამოცანა შესრულდეს ძირითადი აეროდრომიდან;

ჩასაფრების აეროდრომი – გამანადგურებელი და საარმიო ავიაციისათვის მოქმედების მოულოდნელობის მისაღწევად. ჩვეულებრივ, განლაგდება მოწინააღმდეგესთან შეიარაღებული ძალების საბრძოლო შეხების ხაზის ან მისი თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენის შესაძლო მარშრუტების სიახლოვეს.

მეწინავე აეროდრომი – მოწინააღმდეგის ობიექტებზე ზემოქმედების სიღრმის ზრდისთვის;

კმაგამართვის აეროდრომები – თვითმფრინავების, ვერტმფრენების გამართვისა და ეკიპაჟების დასვენებისათვის.

აეროდრომების გამოყენების სპეციფიკია

გამოყენების სპეციფიკის მიხედვით განასხვავებენ

  • საცდელ აეროდრომებს – საცდელი ფრენისათვის;
  • სატრასო აეროდრომებს – საჰაერო ტრასებზე გადაფრენის უზრუნველსაყოფად;
  • სასწავლო აეროდრომებს – სასწავლო ფრენისა და სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების საავიაციო ნაწილებისა და ქვედანაყოფების, საავიაციო კლუბების ქვედანაყოფების ბაზირებისათვის და
  • ცრუ აეროდრომებს - ავიაციის ჭეშმარიტი ბაზირების ადგილთან დაკავშირებით მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად.

აეროდრომები ბუნებრივი პირობების მიხედვით

გეოგრაფიული (ბუნებრივი) პირობების მიხედვით ასევე განასხვავებენ

  • პოლარულ, უდაბნოს ან ტუნდრის აეროდრომებს – ადგილებში, სადაც მცირე რაოდენობით არის ორიენტირები და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების კომუნიკაციები;
  • მთის აეროდრომებს – ტერიტორიებზე, რომლებიც 25 კმ. რადიუსში ზღვის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ ან განლაგებულია 1000 მ. და მეტ სიმაღლეზე;
  • წყლის აეროდრომებს (ჰიდროაეროდრომები) - ჰიდროთვითმფრინავების აფრენისა და დაშვებისათვის განლაგებისათვის);
  • ყინულის აეროდრომებს - გაყინულ წყალსატევებზე, კონტინენტურ ყინულზე, მოდრეიფე ყინულსა და ნაპირის ყინულზე დასაშვებად. ყინულის სისქე 25 სმ-დან (მყარი, ბზარის გარეშე) 200 სმ-მდეა.

აეროდრომები აღჭურვილობის დონის მიხედვით

აღჭურვილობის დონის მიხედვით აეროდრომები არის:

  • მუდმივი, სადაც ასაფრენ-დასაშვებ ზოლებს, საჭესავალ ბილიკებსა და თვითმფრინავების (ვერტმფრენების) სადგომ ადგილებს აქვთ ხელოვნური საფარი (აეროდრომული საფარი), ხოლო ნაგებობები და მოწყობილობა – სტაციონარული;
  • საველე, რომლებსაც აქვთ გრუნტის ან ასაწყობ-დასაშლელი ხელოვნურსაფარიანი ასაფრენ-დასაშვები ზოლები, საჭესავალი ბილიკები და სადგომი ადგილები;
  • გარდამავალი ტიპის, სადაც არის დროებითი ტიპის ნაგებობების მინიმუმი და მოძრავი მოწყობილობა.

აეროდრომები ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით

ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისით სამხედრო აეროდრომები ძირითადი ასაფრენ-დასაშვები ზოლის სიგრძის, სიგანისა და აეროდრომის საფრების სიმტკიცის მიხედვით იყოფა კლასგარეშე, I, II, III, IV კლასების და დასაშვებ მოედნებად. თითოეული კლასის აეროდრომი უზრუნველყოფს გარკვეული ტიპის თვითმფრინავების (ვერტმფრენების) ფრენას და ავიაციის სხვადასხვა გვარეობათა საავიაციო ნაწილების ბაზირებას:

  • კლასგარეშე და I კლასის აეროდრომები განკუთვნილია უმთავრესად შორეული ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის ავიაციისათვის;
  • II კლასის – დაჯგუფების და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის ასევე საჰაერო თავდაცვის ავიაციისათვის;
  • III და IV კლასების აეროდრომები და დასაჯდომი მოედნები – საარმიო ავიაციისთვის, აგრეთვე მოკლე გარბენისა და განარბენის ყველა ტიპის თვითმფრინავებისათვის.

აეროდრომის ამინდი

დაფრენის ტექნიკური საშუალებებით აეროდრომების აღჭურვის მიხედვით და ადგილმდებარეობის რელიეფისა და მასზე მაღლივი დაბრკოლებების არსებობის გათვალისწინებით წესდება აეროდრომის ამინდის მინიმუმი. მიღებულია ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის და ასაფრენ-დასაფრენ ზოლებზე ხილვადობის სიშორის მინიმუმად დასაშვები ნიშნულები, რომელთა დროსაც უზრუნველყოფილია მოცემულ აეროდრომზე უსაფრთხო აფრენის, დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენის შესაძლებლობა.

წესდება აეროდრომის ამინდის სამი კატეგორიის მინიმუმი:

  • I კატეგორია – ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე არანაკლებ 60 მ-ისა, ხილვადობის სიშორე ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე არანაკლებ 800-ისა;
  • II კატეგორია – შესაბამისად სიმაღლე 30 მ, სიშორე 400 მ;
  • III კატეგორია – 30 მ-ზე ნაკლები და 400 მ-ზე ნაკლები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები