სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები''' ...)

15:24, 31 იანვარი 2018-ის ვერსია

სამოქალაქო თავდაცვის საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებები – იმ ღონისძიებების კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება მოსახლეობის დაცვის მიზნით, ომიანობის დროს ეკონომიკის დარგებისა და ობიექტების სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოწინააღმდეგის მიერ დაზიანების თანამედროვე საშუალებების გამოყენების შედეგად შესაძლო ნგრევისა და მოსახლეობის დანაკარგების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად. ასევე დაზიანების კერებში, ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების რაიონებში სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაების ჩასატარებლად.

ზოგადი მოთხოვნებია:

  • უზრუნველყოს მოსახლეობის დაცვა დაზიანების თანამედროვე საშუალებებისაგან, აგრეთვე ავარიების, კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შედეგებისაგან;
  • აამაღლოს სახანძრო უსაფრთხოება ობიექტებზე;
  • ორგანიზაცია გაუწიოს ელექტროენერგიით, გაზით, წყლით სარეზერვო მომარაგებას;
  • დაიცვას წყალმომარაგების ობიექტები დასნებოვნებისგან;
  • განახორციელოს მომზადება ობიექტების შუქშენიღბვის მოსაწყობად და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები