სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედების უზრუნველყოფა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედების უზრუნველყოფა''' – ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:32, 31 იანვარი 2018 მდგომარეობით
სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედების უზრუნველყოფა – ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო თავდაცვის სისტემაზე დაკისრებული ამოცანების ორგანიზებული და წარმატებული შესრულების მიზნით.
სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედების უზრუნველყოფის ძირითად სახეობებს მთელ რიგ სახელმწიფოებში წარმოადგენს: დაზვერვა; საინჟინრო, რადიაციული, ქიმიური, სამედიცინო, ხანძარსაწინააღმდეგო, სატრანსპორტო, მატერიალური, ტექნიკური, ჰიდრომეტეოროლოგიური უზრუნველყოფა.
სამოქალაქო თავდაცვის ძალების მოქმედების უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზაციას უძღვებიან სამოქალაქო თავდაცვის მართვის ორგანოები.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017