ავიაციის ბაზირება
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
17:50, 31 იანვარი 2018-ის ვერსია
ავიაციის ბაზირება - საავიაციო ქვედანაყოფების, ნაწილებისა და შენაერთების (გაერთიანებების) მიერ სააეროდრომო ქსელის, ავიამზიდი ხომალდების, ბაზების, საწყობების, მიმოსვლის გზების, ადგილობრივი რესურსებისა და იმ საწარმოო ფონდების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ განლაგების, საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნების, ყოველდღიური საქმიანობისა და საბრძოლო მოქმედების წარმოებისათვის საჭირო პირობებს.
ბაზირების სიღრმეს (ფრონტის ხაზიდან დაცილებას) განსაზღვრავს ავიაციის გვარეობების დანიშნულება, შესასრულებელი ამოცანები, თვითმფრინავების (ვერტმფრენების) საფრენოსნო-ტაქტიკური მახასიათებლები, აგრეთვე აეროდრომების (დასაფრენი მოედნების) არსებობა და ავიაციის საბრძოლო მოქმედებების უზრუნველყოფის ყველა სახეობის შესაძლებლობები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017