სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი
(ახალი გვერდი: '''სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი''' – კონტინენტის მიმდ...) |
14:39, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია
სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრი – კონტინენტის მიმდებარე ერთი ან რამდენიმე ზღვის აკვატორია, რომელიც არ შედის სამხედრო მოქმედებების საოკეანო თეატრში, კუნძულებით, მოსაზღვრე ხმელეთის ზოლით, მის თავზე მდებარე საჰაერო-კოსმოსური სივრცით. აქ ჯარები განლაგდებიან და შეუძლიათ, აწარმოონ ოპერაციები და საბრძოლო მოქმედებები სამხედრო-საზღვაო ძალების დაჯგუფებების, შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან, შენაერთებთან ერთად ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების შესრულების დროს.
სამხედრო მოქმედებების საზღვაო თეატრის საზღვრებს ადგენს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა. საზღვაო თეატრზე შეიძლება გამოიყოს ცალკე მიმართულებები და ოპერატიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რაიონები (ზონები).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017