სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი
(ახალი გვერდი: '''სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი''' - ქვეყნის (ქვეყნების ჯგუფი...) |
|||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017 | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017 | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო მრეწველობა]] |
[[კატეგორია:მრეწველობა]] | [[კატეგორია:მრეწველობა]] | ||
17:17, 12 თებერვალი 2018-ის ვერსია
სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი - ქვეყნის (ქვეყნების ჯგუფის) სამრეწველო კომპლექსის ნაწილი, რომელიც სპეციალიზებულია იარაღის, სამხედრო ტექნიკის მეცნიერულ შემუშავებასა და წარმოებაზე, ასევე ამ იარაღით და ტექნიკით შეიარაღებული ძალების და სახელმწიფოს სხვა შეიარაღებული ფორმირებების უზრუნველყოფაზე. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, სამხედრო-პოლიტიკური ვითარება მსოფლიოში, რეგიონში, სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის (ქვეყნების ჯგუფის) ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური შესაძლებლობები. თავის მხრივ, ომების მასშტაბის მატებამ, მეომარი მხარეების სამეცნიერო-ტექნიკური დაპირისპირების ზრდამ, გამალებულმა შეიარაღებამ და იარაღით ვაჭრობის გაფართოებამ ხელი შეუწყვეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სწრაფ განვითარებას, მის ფორმირებას ერთიან სოციალურ მოვლენად. მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის პირობებში განვითარებული ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებმა შეიძინეს მთელი რიგი მსგავსი ნიშან-თვისებები ორგანიზაციულ სტრუქტურაში, სამხედრო-ეკონომიკურ ინტეგრაციაში, მათ შორის არსებული სოციალური და ეროვნული განსხვავებების პირობებში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017