ფლოტის ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ფლოტის ოპერაცია''' - ფლოტილიების და [[ესკადრა|ესკა...) |
14:32, 20 თებერვალი 2018-ის ვერსია
ფლოტის ოპერაცია - ფლოტილიების და ესკადრების მიზნების, ადგილის და დროის მიხედვით შეთანხმებული და ურთიერთდაკავშირებული ოპერაციების – ასევე ფლოტის გაერთიანებების და შენაერთების ცალკეული საზღვაო ოპერაციების და საბრძოლომოქმედებების ერთობლიობა.
ფლოტის ოპერაცია ტარდება შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების გაერთიანებებთან და შენაერთებთან ურთიერთქმედებით, ერთიანი ჩანაფიქრით და გეგმით საოკეანო (საზღვაო) საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ოპერატიულ-სტრატეგიული ან ოპერატიული ამოცანების გადასაწყვეტად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017