ამფიბიური ოპერაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | * [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | |
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | |
15:15, 27 თებერვალი 2018-ის ვერსია
ამფიბიური ოპერაცია - ამფიბიური ძალების ფართო გამოყენებით განხორციელებული საბრძოლო მოქმედებები საზღვაო დესანტის გადასხმით. ტერმინი გამოიყენება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში.
ამფიბიური ოპერაციის სახეობებად ითვლება საზღვაო სადესანტო ოპერაცია, რეიდი მოწინააღმდეგის სანაპიროზე, დესანტის სადემონსტრაციო გადასხმა და ჯარების ზღვით ევაკუაცია.
მსხვილი ამფიბიური ოპერაციის ჩასატარებლად იქმნება შეიარაღებული ძალების ყველა სახეობებიდან შემდგარი დაჯგუფებები. მცირე მასშტაბის ოპერაციებში, ჩვეულებრივ, მონაწილეობენ ამფიბიური (სადესანტო) შენაერთები, ტაქტიკური ავიაცია, დესანტები სახმელეთო ჯარების და საზღვაო ქვეითების შემადგენლობით.