ბლოკირება (სამხედრო)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
16:11, 28 თებერვალი 2018-ის ვერსია
ბლოკირება - ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედების ხერხი, რომლის მიზანია საგარეო კავშირებისაგან იზოლაციის გზით რომელიმე სამხედრო ობიექტის ფუნქციონირების აღკვეთა:
1. სახმელეთო ჯარებში ტერმინი ბლოკირება ყველაზე ხშირად იხმარება ტაქტიკური მასშტაბის საბრძოლო მოქმედების დახასიათებისათვის - მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების, საყრდენი პუნქტების, წინააღმდეგობის კვანძების, ქვედანაყოფებისა და ნაწილების ბლოკირება მათი შემდგომი განადგურების მიზნით. ბლოკირებას, ჩვეულებრივ, ახორციელებენ შემტევი ჯარები, I ეშელონის ძალების ნაწილი, ტაქტიკური დესანტები;
2. ავიაციაში ბლოკირება. არის მოწინააღმდეგის ავიაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი: მაგალითად, გარკვეული დროით მოწინააღმდეგის აეროდრომზე მისი თვითმფრინავების აფრენისა და დაფრენის ხელის შეშლა. ხორციელდება აეროდრომის თავზე ავიაგამანადგურებელთა ჯგუფების, აგრეთვე ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებელ-ბომბდამშენების მოქმედებით, რომლებიც ბომბავენ თვითმფრინავის სადგომებსა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლებს. გამოიყენება აგრეთვე აეროდრომის დანაღმვა;
3. პარტიზანების საბრძოლო მოქმედებაში ბლოკირება საშუალებაა მტრის იმ გარნიზონების იზოლაციისთვის, რომლებიც საიერიშო ობიექტის მახლობლად არიან განლაგებული.