ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა''' - [[საბრძოლო მოქმედებები|ს...) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] |
მიმდინარე ცვლილება 16:35, 28 თებერვალი 2018 მდგომარეობით
ფლოტის სახომალდო ძალების დაცვა - საბრძოლო მოქმედებების და ღონისძიებების კომპლექსი თავდაცვის და დაცვის ყველა სახეობის სისტემაში.
მისი მიზანია, არ დაუშვან მოწინააღმდეგის ავიაციის, წყალქვეშა ნავების და წყალზედა ხომალდების უეცარი თავდასხმა; უზრუნველყონ საკუთარი სახომალდო ძალებისათვის საჭირო დრო და ხელშემწყობი პირობები საბრძოლო წყობად განლაგებისა და საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.
მისი ორგანიზება ხდება ხომალდთა შენაერთების ყოფნისას ბაზაში, ზღვით გადასვლის და ბრძოლის დროს. შედგება ახლო და შორი დაცვისაგან, ხორციელდება მზირი (მზვერავი) ხომალდების, ავიაციის, ტაქტიკური დაზვერვის ჯგუფების, რადიოლოკაციური მზირების, საჰაერო თავდაცვის, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის, კატარღასაწინააღმდეგო და ნაღმსაწინააღმდეგო უზრუნველყოფის, რადიოელექტრონული ბრძოლის შემადგენლობაში გამოყოფილი ძალებით.