ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა''' - ორგანიზაციული ღონისძიებებ...)

11:39, 2 მარტი 2018-ის ვერსია

ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა - ორგანიზაციული ღონისძიებების და ჯარების საბრძოლო მოქმედების კომპლექსი მოწინააღმდეგის ტანკების და სხვა დაჯავშნული საშუალებების იერიშების მოსაგერიებლად და გასანადგურებლად.

ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა შეიქმნა I მსოფლიო ომში, როდესაც ბრძოლის ველზე გამოჩნდა ტანკები. II მსოფლიო ომის წლებში შემუშავდა ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის მწყობრი სისტემა. იგი მოიცავდა: ასეულების ტანკსაწინააღმდეგო საყრდენ პუნქტებს, რომლებიც გაერთიანებული იყო ბატალიონების ტანკსაწინააღმდეგო კვანძებში, ტანკსაწინააღმდეგო რაიონებს, სატანკო საფრებს. ასევე – საარტილერიო-ტანკსაწინააღმდეგო რეზერვებს, მოძრავ გადამღობ რაზმებს, არტილერიას დახურულ საცეცხლე პოზიციებზე, ტანკსაწინააღმდეგო ღობურებსა და დაბრკოლებებს.

ომის შემდგომ წლებში ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვა საბრძოლო უზრუნველყოფის სახეობიდან გადაიზარდა თავდაცვის შემადგენელ ნაწილად.

ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოიცავს:

  • მოწინააღმდეგის სატანკო დაჯგუფებებზე ავიაციის,
  • სარაკეტო ჯარების მომზადებულ დარტყმებსა და არტილერიის ცეცხლს დახურული საცეცხლე პოზიციებიდან;
  • ნაწილებისა და შენაერთების ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს;
  • ყველა სახეობის ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის სისტემას მეწინავე ხაზის
  • წინ, ფლანგებზე, პირაპირებზე (შუალედებში) და თავდაცვის სიღრმეში;
  • ტანკსაწინააღმდეგო ღობურების სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო რეზერვებსა და მოძრავ გადამღობ რაზმებს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები