ტერიტორიული სარდლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტერიტორიული სარდლობა''' - გერმანიის ტერიტორიული ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:00, 5 მარტი 2018 მდგომარეობით

ტერიტორიული სარდლობა - გერმანიის ტერიტორიული ჯარების მართვის სისტემის მთავარი რგოლი. 1969 წელს ჩამოყალიბდა სამი ტერიტორიული სარდლობა: „ჩრდილოეთი”, „სამხრეთი” და „შლეზვიგ-ჰოლშტაინის” მხარისა, რომლებიც ექვემდებარება ბუნდესვერის სახმელეთო ჯარების ინსპექტორს (სარდალს).

ტერიტორიული სარდლობების პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს 1-3 სამხედრო ოლქის ტერიტორიას და შეესაბამება ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის საოპერაციო ზონას ევროპის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ საომარი მოქმედებების თეატრებზე. მშვიდობიანობის დროს ტერიტორიული სარდლობები ახორციელებენ ტერიტორიული ჯარების ზოგად ხელმძღვანელობას და მათ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ომიანობის დროს – ტერიტორიული ჯარების მობილიზაციას, სახმელეთო ჯარების ლოგისტიკის უზრუნველყოფას, სამხედრო ობიექტების დაცვას ზურგში და კომუნიკაციების აღდგენას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებს და სხვა.




[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები