ტერიტორიულ-პოლიციური სისტემა (შეიარაღებული ძალების მოწყობის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ტერიტორიულ-პოლიციური სისტემა (შეიარაღებული ძალების მოწყო...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:27, 5 მარტი 2018 მდგომარეობით

ტერიტორიულ-პოლიციური სისტემა (შეიარაღებული ძალების მოწყობის) - სისტემა, რომელიც ეფუძნება სამხედრო ნაწილების და შენაერთების შენახვას მშვიდობიანობის დროს მინიმალურად საჭირო რაოდენობის კადრის სამხედრო მოსამსახურეებით (უმთავრესად, სამეთაურო შემადგენლობის). ასევე ამ შენაერთებსა და ნაწილებს მიწერილი ცვლადი შემადგენლობის სწავლებას.

ტერიტორიულ-პოლიციური სისტემის დროს რიგით და უმცროს მეთაურთა (სერჟანტთა) შემადგენლობის სამხედრო ვალდებულები (რეზერვისტები) იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე. მათი მომზადება ხდება ხანმოკლე სასწავლო შეკრებებზე ტერიტორიულ- პოლიციურ ფორმირებებში, რომლებიც კომპლექტდებიან ტერიტორიული (დისლოკაციის ადგილების მახლობლად ცხოვრების) პრინციპით. ასეთ დროს გამოყენებული ჯარების დაკომპლექტების სისტემას ზოგჯერ პოლიციურს უწოდებენ.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები