სპეციალური სარდლობები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სპეციალური სარდლობები''' - აშშ-ის [[შეიარაღებული ძალები|...) |
მიმდინარე ცვლილება 17:41, 12 მარტი 2018 მდგომარეობით
სპეციალური სარდლობები - აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმაღლესი გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებული სარდლობისაგან განსხვავებით შედის შეიარაღებული ძალების მხოლოდ ერთი სახეობის - სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთები და ნაწილები.
სპეციალურ სარდლობებს წარმოადგენს სტრატეგიული ავიაციისა და სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობა. იქმნება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და ექვემდებარება მას თავდაცვის სამინისტროს და შტაბების უფროსთა კომიტეტის მეშვეობით.
1992 წელს სტრატეგიული ავიაციის, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის და ტაქტიკური ავიაციის სარდლობების ბაზაზე შეიქმნა საბრძოლო-საავიაციო და საჰაერო გადაზიდვების სარდლობები.