სტრატეგიული მიზანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (ახალი გვერდი: '''სტრატეგიული მიზანი''' - საომარი მოქმედებების დაგეგმილი შედ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:43, 14 მარტი 2018 მდგომარეობით
სტრატეგიული მიზანი - საომარი მოქმედებების დაგეგმილი შედეგი ომში, კამპანიაში, სტრატეგიულ ოპერაციაში. მისი მიღწევა იწვევს სამხედრო-პოლიტიკური და სტრატეგიული ვითარების ძირეულ ცვლილებებს, ხელს უწყობს ომის შემდგომ წარმატებულ წარმოებას და ძლევამოსილ დამთავრებას.
განისაზღვრება სახელმწიფოს (სახელმწიფოების კოალიციის) პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ. დამოკიდებულია გლობალური და რეგიონული მასშტაბის სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე, საომარი მოქმედებების თეატრზე და ცალკეულ სტრატეგიულ მიმართულებებზე შექმნილ სიტუაციაზე, მათ ფიზიკურ-გეოგრაფიულ თავისებურებებზე, შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე მოპირისპირე მხარეების სახელმწიფოებში, შეიარაღებული ძალების პროფესიულ მომზადებასა და გამოყენებულ იარაღზე.