საბრძოლო კოსმოსური სადგური
(ახალი გვერდი: '''საბრძოლო კოსმოსური სადგური''' ''(პლატფორმა, ფრანგული plate-forme – ბ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:კოსმოსური ტექნიკა]] | [[კატეგორია:კოსმოსური ტექნიკა]] | ||
| − | |||
16:14, 22 მარტი 2018-ის ვერსია
საბრძოლო კოსმოსური სადგური (პლატფორმა, ფრანგული plate-forme – ბრტყელი ფორმა) – საბრძოლო კოსმოსური სისტემის ძირითადი კომპონენტი (კოსმოსური აპარატი). სამხედრო სპეციალისტები მას განიხილავენ, როგორც სარაკეტო-კოსმოსური თავდაცვის საიმედოობის ამაღლების შესაძლო საშუალებას. კერძოდ, მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების დასაზიანებლად ტრაექტორიის აქტიურ მონაკვეთებზე და მათი საბრძოლო ბლოკების დასაზიანებლად – პასიურ მონაკვეთებზე. საბრძოლო კოსმოსური სადგურის ძირითად შეიარაღებას განეკუთვნება დაზიანების საშუალებები (რაკეტები, კინეტიკური, ლაზერული, მაჩქარებელი და ახალ ფიზიკურ პრინციპებზე შექმნილი სხვა სახეობის იარაღი), საინფორმაციო-სამართავი სისტემა, დაცვისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალებები. საბრძოლო კოსმოსური სადგურის შექმნა არის რთული მეცნიერულ-ტექნიკური პრობლემა, რომელიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანახარჯებსა და დროს მოითხოვს.