რადიოელექტრონული აღმოჩენისაგან დამცავი საშუალებები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რადიოელექტრონული აღმოჩენისაგან დამცავი საშუალებები''' – ტ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:05, 29 მარტი 2018 მდგომარეობით
რადიოელექტრონული აღმოჩენისაგან დამცავი საშუალებები – ტექნიკური საშუალებები და მასალები, რომლებიც ამცირებენ მოწინააღმდეგის დაზვერვის რადიოლოკაციური, ოპტიკურ-ელექტრონული, აკუსტიკური და იარაღის მართვის საშუალებების ეფექტიანობას. შეიძლება იყოს პასიური და აქტიური.
პასიურ დამცავ საშუალებებს განეკუთვნება:
- რადიოშთანმთქმელი და ჰიდროლოკაციურსაწინააღმდეგო დაფარვები და მასალები;
- კუთხოვან-ლინზური რადიო-ოპტიკური ამრეკლები;
- გადამსხივებელი ანტენური ცხაურები;
- ელექტრომაგნიტური ენერგიის განმბნევი ზედაპირები;
- დიპოლური ამრეკლები;
- აეროზოლური წარმონაქმნები;
- თბოსაიზოლაციო მასალები, ეკრანები და სხვა.
აქტიურ დამცავ საშუალებებს განეკუთვნება:
- დაბრკოლებების სადგურები და გადამწოდები;
- ინფრაწითელი გამოსხივების გენერატორები და ლაზერები;
- ცრუშუქსამიზნეები;
- იმპულსური ელვანათურები;
- გამოსხივებისა და სიგნალების იმიტატორები და სხვა.
დამცავი საშუალებები ფართოდ გამოიყენება როგორც სტაციონარულ პირობებში, ისე მოძრავ ობიექტებზე (თვითმფრინავებში, ხომალდებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მანქანებში და სხვა).