კამერატა
(ახალი გვერდი: '''კამერატა (ფლორენციული კამერატა)''' – პოეტების, მუსიკოსების, ...) |
|||
ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
− | [[კატეგორია:მუსიკალური | + | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] |
17:04, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
კამერატა (ფლორენციული კამერატა) – პოეტების, მუსიკოსების, მეცნიერებისა და მუსიკის მოყვარულთა გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა 1580 ფლორენციაში. მისი ინიციატორები იყვნენ კომპოზიტორი და მეცენატი გრაფი ჯ. ბარდი და მუსიკის მოყვარული ი. კორსი, მონაწილენი: პოეტი ო. რინუჩინი, მომღერლები და კომპოზიტორები ჯ. კაჩინი, ო. პერი, ვ. გალილეი და სხვები. ისწრაფოდნენ ანტიკური ტრაგედიის აღდგენისაკენ. მათ დაუპირისპირეს XVI-ის გაბატონებულ საგუნდო პოლიფონიას მონოდია თანხლებით და წინ წამოსწიეს ჰომოფონიურ-ჰარმონიული საწყისი. ფლორენციის კამერატასთან არის დაკავშირებული ახალი ჟანრის – ოპერის („დრამა მუსიკით“) დაბადება, რომლის პირველი ნიმუშებია პერის „დაფნა“ (კორსისთან ერთად; 1592, დაიდგა 1597-98), პერის „ევრიდიკე“ (დაიდგა 1600), კაჩინის „ევრიდიკე“ (დაიდგა 1602, ყველა – ო. რინუჩინის ტექსტებზე).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")