ჟანა დ’არკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟანა დ’არკი“ გადაიტანა გვერდზე „ორლეანელი ქალწული“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ორლეანელი ქალწული“ გადაიტანა გვერდზე „ჟანა დ’არკი“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:30, 10 აპრილი 2018 მდგომარეობით

ჟანა დ’არკი - (Jeanne d’Ark), ორლეანელი ქალწული (დაახლოებით 1412–31), საფრანგეთის ეროვნული გმირი.

დაიბადა გლეხის ოჯახში. ასწლიანი ომის დროს სათავეში ჩაუდგა ფრანგი ხალხის ბრძოლას ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ, 1429 წელს ბლოკადისგან იხსნა ორლეანი. 1430 წელს ინგლისელებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც იგი ჯადოქრად გამოაცხადეს და საეკლესიო სასამართლოს გადასცეს. სასამართლო პროცესზე ჟანა დ’არკი მწვალებლად ცნეს და ქ. რუანში კოცონზე დაწვეს. 1456 წელს იგი რეაბილიტირებულ იქნა, ხოლო 1920 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები