ჩვეულებრივი ჯონჯოლი
(ახალი გვერდი: ჩვეულებრივი ჯონჯოლი '''ჩვეულებრივი ჯონჯ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Cveulebrivi jonjoli.jpg|thumb|ჩვეულებრივი ჯონჯოლი]] | + | [[ფაილი:Cveulebrivi jonjoli.jpg|thumb|250პქ|ჩვეულებრივი ჯონჯოლი]] |
17:25, 11 აპრილი 2018-ის ვერსია
ჩვეულებრივი ჯონჯოლი – (Staphylea pinnata L.); ოჯახი: ჯონჯოლისებრნი (Staphyleaceae). ბუჩქია ან პატარა ხე, სიმაღლით 5 მ-მდე. ტოტები მოყვითალო მურა ფერისაა, ყლორტები – შიშველი და მწვანე. ფოთლები კენტფრთისებურია, 5-7-ფოთოლაკიანი. ფოთოლაკები მოგრძო-ელიფსურია, ნაწილობრივ – ბასრხერხკბილა, ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა – მოლეგო მწვანე. ყვავილედი მტევანია ან საგველა. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ. IV-V; ნაყ. VII-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყის ქვედა და შუა სარტყლებში. იზრდება ტყეებში, ნოყიერ და ქვიან სუბსტრატზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალაში, მდინარე სტორის ხეობაში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.