ევროპული ჭანჭყატი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ევროპული ჭანჭყატი“ გადაიტანა გვერდზე „კიდობანა“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კიდობანა“ გადაიტანა გვერდზე „ევროპული ჭანჭყატი“ გადამისამარ...) |
10:09, 12 აპრილი 2018-ის ვერსია
ევროპული ჭანჭყატი, კიდობანა – (Euonymus europaeus L.); ოჯახი: ჭანჭყატისებრნი (Celastraceae). ძირითადად, 2-5 მ სიმაღლის ბუჩქებია, ტოტები 4-წახნაგოვანია, იშვიათად – ცილინდრული, შიშველი, წახნაგები კორპიანია. ფოთლები მუქი მწვანეა, მოკლეყუნწიანი, ელიფსურიდან ფართო-უკუკვერცხისებური ფორმის. კიდედაკბილული, ზედა მხარე შიშველი, ქვედა მხარე – შიშველი ან მცირედ შებუსული. ყვავილედი ფარისებური საგველაა. 3-7-ყვავილიანი, გვირგვინის ფურცლები მოყვითალო–მომწვანო-მოთეთროა. ნაყოფზე არილუსი ნარინჯისფერია. ყვ. IV-V; ნაყ. VII-X. მცენარე იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, ჭალებში, ნაკაფ ტყეებში. ხშირად სარეველა მცენარეა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ჭალის ტყეებში და სხვ. ცნობილია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.