კავშირგაბმულობის არხი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კავშირგაბმულობის არხი''' - გადამცემი და მიმღები ტექნიკური მ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:28, 13 აპრილი 2018 მდგომარეობით

კავშირგაბმულობის არხი - გადამცემი და მიმღები ტექნიკური მოწყობილობები და სიგნალების გავრცელების არე, რომელიც კიდური მიმღებ-გადამცემი აპარატურის ჩართვისას ერთი ან მეტი კავშირის განხორციელების საშუალებას იძლევა.

კიდური აპარატურის მიხედვით კავშირგაბმულობის არხები არის: სატელეფონო, სატელეგრაფო, ფაქსიმილური, ტელეკოდური, სატელევიზიო და სხვა. საკაბელო საშუალებების და სიგნალის გავრცელების არის მიხედვით - სადენებიანი, რადიოარხი და კომბინირებული კავშირგაბმულობის არხები. ასევე განსხვავდებიან ხაზებში გადასაცემი სიგნალების ხასიათით და გატარების შესაძლებლობით ან მათი გადაცემის სიჩქარით. კავშირგაბმულობის არხი შეიძლება იყოს სიმპლექსური და კომპლექსური.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები