რეაქტიული ჭურვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეაქტიული ჭურვი''' – ჭურვი, რომლის მიზანთან მიტანა [[რეაქტიუ...) |
მიმდინარე ცვლილება 17:37, 16 აპრილი 2018 მდგომარეობით
რეაქტიული ჭურვი – ჭურვი, რომლის მიზანთან მიტანა რეაქტიული ძრავით ხდება. განკუთვნილია მტრის საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გასანადგურებლად, აგრეთვე მისი თავდაცვითი ნაგებობების დასანგრევად. რეაქტიული ჭურვებს იყენებს რეაქტიული არტილერია. რეაქტიული ჭურვი პირველად ყოფილ სსრ კავშირში შეიქმნა. მათი კალიბრი 37-300 მმ-მდეა. საბრძოლო დანიშნულების მიხედვით განასხვავებენ მსხვრევად-ფუგასურ, კუმულაციურ, ცეცხლგამჩენ, საკვამლე და სხვა რეაქტიულ ჭურვებს. მის საწვავად იყენებენ ნიტროგლიცერინიან დენთს. არსებობს აქტიურ-რეაქტიული ჭურვიც, რომელსაც საარტილერიო ქვემეხიდან ისვრიან. ეს ფრენის მანძილს 25-100%-ით ზრდის.