კატარღასაწინააღმდეგო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კატარღასაწინააღმდეგო თავდაცვა''' (ხომალდის, ხომალდების შენ...)

12:50, 17 აპრილი 2018-ის ვერსია

კატარღასაწინააღმდეგო თავდაცვა (ხომალდის, ხომალდების შენაერთის, ბადრაგის), იმ ღონისძიებებისა და მოქმედებების კომპლექსი, რომელთა მიზანია არ დაუშვან ხომალდების დაზიანება მოწინააღმდეგის საბრძოლო კატარღების სარაკეტო და სატორპედო იარაღით. ხორციელდება შორეულ და ახლო ზონებში ტაქტიკური დაზვერვის თვითმფრინავების, ვერტმფრენების და ხომალდების, ნავსაწინააღმდეგო დაცვის ჯგუფების, სახომალდო და საძიებო დამრტყმელი დაჯგუფების, სახომალდო და სანაპირო ბაზირების მოიერიშე ავიაციის დაჯგუფებების, შენაერთის ძირითადი ძალების მიერ. ასევე რადიოლოკაციური დაზვერვის და რადიოელექტრონული ბრძოლის, ხომალდების საცეცხლე საშუალებებით.

ხომალდების კატარღასაწინააღმდეგო თავდაცვა ეწყობა სექტორების მიხედვით და ხორციელდება ხომალდის ყველა საცეცხლე საშუალების და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები