კინეტიკური იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კინეტიკური იარაღი''' - იარაღის სახეობა, ...) |
16:15, 17 აპრილი 2018-ის ვერსია
კინეტიკური იარაღი - იარაღის სახეობა, რომლის მოქმედება ემყარება დამაზიანებელი ელემენტების კინეტიკური ენერგიის გამოყენებას და ხასიათდება უმთავრესად დაბრკოლებასთან ამ ელემენტების შეხვედრის მნიშვნელოვანი სიჩქარით (1000 მ/წმ მეტი). დამაზიანებელ ელემენტებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მცირე გაბარიტის მართვადი და უმართავი რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ლითონის ნაწილაკები.
ყველაზე მიზანშეწონილად ითვლება კინეტიკური იარაღის გამოყენება რაკეტსაწინააღმდეგო და თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში.