თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თვითმფრინავსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო იარაღი 1943 წელი, ალჟირი

თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვა - არაოფიციალური სახელწოდება ძალების, საშუალებების და ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდებოდა მოწინააღმდეგის თვითმფრინავების და სხვა ფრთოსანი საფრენი აპარატების წინააღმდეგ. ისინი ამოცანებს სამხედრო მიზნებისთვის სიმაღლეზე, სტრატოსფერულის ჩათვლით, ასრულებდნენ.

თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვის საფუძველს შეადგენდნენ გამანადგურებელი ავიაცია, საზენიტო არტილერია, საზენიტო სარაკეტო არაღის სისტემები და საჰაერო მიზნების აღმოჩენისა და მათ შესახებ ინფორმაციის გაცემის სისტემები.

შეერთებულ შტატებში ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის ამერიკა-კანადის გაერთიანებული სარდლობის ფუნქცირების პერიოდში თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვა იგულისხმებოდა მის შემადგენელი ნაწილად. 1982 წელს ამ სარდლობას ეწოდა საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობა და ტერმინი „თვითმფრინავსაწინააღმდეგო თავდაცვა“ შეიცვალა საჰაერო თავდაცვით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები