რეინჯერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რეინჯერი''' ''(ინგლისური ranger – პიროვნება, რომელიც იცავს გარკვე...) |
13:10, 24 აპრილი 2018-ის ვერსია
რეინჯერი (ინგლისური ranger – პიროვნება, რომელიც იცავს გარკვეულ ტერიტორიას) – შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურის განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც მომზადებულია მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დივერსიულ-სადაზვერვო მოქმედებების წარმოებისთვის. შედის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ფორმირებების შემადგენლობაში. გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში; აშშ-ის არმიაში არის 1942 წლიდან.