კრეისერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კრეისერი''' - (ჰოლანდიური kruiser < kriusen - ზღვაზე ცურვა), წყალზედა საბ...)
 

მიმდინარე ცვლილება 13:38, 24 აპრილი 2018 მდგომარეობით

კრეისერი - (ჰოლანდიური kruiser < kriusen - ზღვაზე ცურვა), წყალზედა საბრძოლო ხომალდი, რომლის დანიშნულებაა ბრძოლა მოწინააღმდეგის ფლოტის მსუბუქ ძალებთან, საბრძოლო ხომალდების შენაერთების და ბადრაგის დაცვა, საზღვაო დესანტის გადასხმის უზრუნველყოფა, სახმელეთო ჯარების ზღვისპირა ფლანგებისათვის ცეცხლით მხარდაჭერა, სანაღმე ღობურების დაყენება და სხვა საბრძოლო ამოცანების შესრულება.

კრეისერი პირველად ააგეს დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა სახელმწიფოს ფლოტებში გაჩნდა სარაკეტო, საჰაერო თავდაცვაში, ნავსაწინააღმდეგო და სხვა კრეისერები.

თანამედროვე კრეისერის მთავარი იარაღია კუთხვილლულიანი (102-203მმ კალიბრის) არტილერია და სარაკეტო კომპლექსები. ამასთან, კრეისერი შეიარაღებულია საზენიტო არტილერიით, ტორპედოებით და ნაღმებით, უმრავლესობა აღჭურვილია 1-2 მსუბუქი თვითმფრინავით ან ვერტმფრენით.

კრეისერის ძირითადი ზომებია:

  • სიგრძე 200-220 მ-მდე,
  • სიგანე 20-23მ,
  • წყალშიგი 8 მ-მდე.
  • წყალწყვა 7-იდან 30 ათ. ტ-მდე.
  • სვლის სიჩქარე - 30-35 კვანძი (55-65კმ/სთ).

კრეისერის ეკიპაჟი 600-დან 1300 კაცამდეა.

[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები